უცხოეთი
ლავროვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა 9 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. თუმცა,აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და დღეს დილით აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

report.ge