სამართალი
თავდაცვის საკითხებზე აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოსთან აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციების გამართვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

პენტაგონის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კონსულტაციების ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდა.

პენტაგონი მონაწილეობდა 2020 წლის ვირტუალურ, აშშ-საქართველოს ორმხრივ კონსულტაციებში.

შესანიშნავი საუბარი შედგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან.

თავდაცვის დეპარტამენტი აფასებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.