უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილეს

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო ქმედებების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევმა პუტინს დაბადების დღე მიულოცა და რუსეთის საკეთილდღეოდ საქმიანობაში ახალი წარმატებები უსურვა. მხარეებმა ასევე განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და რუსულ-აზერბაიჯანული ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

imedinews.ge