უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდებს, სამხედრო სამსახურში დაბრუნდნენ

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდებს, სამხედრო სამსახურში დაბრუნდნენ, რადგან მისი თქმით, ისინი ყველაზე ბრძოლისუნარიანები არიან.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი მიმართვისას განაცხადა.

„თუ ყველა ერთად არ დავდგებით, გენოციდის მსხვერპლი გავხდებით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან გასული ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ სამხედროებს მოუწოდა, სამხედრო კომისარიატებს მიმართონ.

„მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1tv.ge