რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოსგან მოკვეთით რუსეთმა საქართველოს ოკუპირება კი არა, კუპირება მოახდინა!

     საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, კორონავირუსის ეპიდემიის დასაწყისი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, თუკი ასე შეიძლება ეწოდოთ, - ამის შესახებ NEWS FRONT-მა ესაუბრა ქართული საინფორმაციო– ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი" - მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

- ბატონო არნო, რა შეიცვალა ან რა შეიძლება შეიცვალოს 31 ოქტომბრამდე, ვგულისხმობ არა ცესკოში რეგისტრირებულ 60 პარტიას, არამედ მთავარ რეალურ მოთამაშეებს შორის ძალთა ბალანსს საპარლამენტო არჩევნების წინ?

- სურათი ნათელია, პოლიტიკურმა პარტიებმა შეიძინეს რეალური კონტურები, მკაფიოდ გამოჩნდა მათი შესაძლებლობების საზღვრები - ნდობის რა მანდატს აძლევს მათ ამომრჩეველი. მიხეილ სააკაშვილმა გაითვალისწინა 2003 წლის გაკვეთილები, როცა მის მიერ შექმნილ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეწება ორი პარტია ელეკტორატის გარეშე - ჟვანიას „გაერთიანებული დემოკრატები“ და სახელდახელოდ დარეგისტრირებული „ბურჯანაძე - დემოკრატები”. ამიტომ, დღეს სააკაშვილმა სწორი სვლა გააკეთა, როცა უარი თქვა მკვდარ ბალანსზე ოპოზიციის გალვანიზებული მარგინალების სახით.

- მაგრამ განა უფრო რთული არ იქნება ხელისუფლებასთან მარტოდ გამკლავება? ბოლოს და ბოლოს, 26 პარტიისგან შემდგარი ქართული გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი და ერთადერთი ლოზუნგი იყო "ყველაივანიშვილის წინააღმდეგ"?

- სინამდვილეში, რეალურად მაინც "ნაცმოძრაობა" იბრძოლებს, ყველა დანარჩენი უბრალოდ ხელს შეუშლის, მკვდარ ტვირთად დააწვება და ფულს მოსთხოვს. გამარჯვების შემთხვევაში კი სააკაშვილს დაუყოვნებლივ წაუყენებენ პრეტენზიებს თანამდებობებზე - აქაოდა, ერთად ვიბრძოდითო! სააკაშვილმა ეს გაითვალისწინა და სწორი ნაბიჯი გადადგა - უარი თქვა როგორც მათთან ალიანსზე, ასევე კოალიციური მთავრობის იდეაზე. ”ან ყველაფერი, ან არაფერი!”, - სწორად გათვალა სააკაშვილმა, რომლისთვისაც მხარდაჭერისთვის სრულიად საკმარისია 11 პარტიისგან შემდგარი ჯიბის ალიანსი ”ძალა ერთობაშია”.

- როგორ შეაფასებდიოპოზიციის შანსებს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათი ერთობა სააკაშვილმა ზედ არჩევნების წინ დაშალა? ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტების სოცგამოკითხვების შედეგები განსხვავებულია, რაც ასევე ძალიან უცნაურია...

- სააკაშვილმა მართლაც გათელა გაერთიანებული ოპოზიციის „დროშა” - ორი მთავარი მესიჯი, რომლის გარშემოც ის გაერთიანდა: კოალიციური მთავრობის იდეა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის ელჩი საქართველოში; და ძველი ლოზუნგი, რომელიც სააკაშვილმა 2003 წელს მოიგონა „ვარდების რევოლუციისთვის“, მაშინ ის ჟღერდა როგორც ”ყველა – შევარდნაძის გარდა!” და დღეს, როგორც ვთქვი, ”ყველა – ივანიშვილის წინააღმდეგ!”. რაც შეეხება სოცგამოკითხვებს, ისინი შემსრულებელზეც არის დამოკიდებული, ანუ რომელი ორგანიზაცია ახორციელებს უშუალოდ საველე სამუშაოებს. ბუნებრივია, შემსრულებელ ორგანიზაციას სურს მხარი აუბას დამკვეთს, ან სულაც, პირდაპირ შეასრულოს მისი შეკვეთა (მაგალითად, შემკვეთი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აფილირებულია „ნაცმოძრაობასთან“).

   კიდევ, სიახლეა, რომ სააკაშვილმა არჩევნების წინ პრორუსული რევერანსი გააკეთა, რაკიღა მმართველი პარტია აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელთანაც დიალოგი კონფლიქტს არ გადაწყვეტს, სააკაშვილმა უცებ განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთთან კონფრონტაციას და დაკავდება ეკონომიკითა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობით.

   სიახლეა ისიც, რომ ოპოზიციის მხრიდან ქუჩაში გასვლისა და სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების შესახებ მუქარა არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მიყუჩდა. ოპოზიციის საქმეები მართლაც ძალიან ცუდადაა, ახალი "ფერადი რევოლუციის"კი არა, შთამბეჭდავი მიტინგის მოწყობაც არ შეუძლია! ამიტომ, ოპოზიციონერები სხვა მოტივებზე გადავიდნენ და თავიანთი ტირილით მოსახლეობის გულის აჩუყებას ცდილობენ - აქაოდა, სად შეგვიძლია ჩვენ, ბეჩავებს, ოლიგარქის ხელისუფლებასთან ბრძოლა,"ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებსო ...

- ვინ არიმმართველო პარტიის - “ქართული ოცნების" მთავარი მეტოქე? სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" თუ გიგი ბოკერიას "ევროპული საქართველო"?

- არა, დოლარი და კორონავირუსი, ანუ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა აშშ დოლართან მიმართებაში და კორონავირუსის ეპიდემია, რომელმაც შეიძლება მთელი საქართველო მოიცვას. ორივე ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ხელისუფლების რეიტინგზე, რადგანაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. სააკაშვილს კარგად ახსოვს, რამ დაღუპა „მოქალაქეთა კავშირი“ - ეროვნული ვალუტა გადაიქცა კუპონებად, სახელმწიფო ხაზინა დაცარიელდა. სწორედ ამაზე ითამაშა სააკაშვილმა 2003 წლის ნოემბერში.

დიახ, "ქართული ოცნება" მოიგებს არჩევნებს, მაგრამ სასურველია, რომ მან დღეს გადაუდებელი ზომები მიიღოს, რადგან არჩევნებით არაფერი მთავრდება, პირიქით... გამარჯვების შემდეგ, შესასრულებელი იქნება დანაპირები და სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ისევ მოუწევთ, ამიტომ ვიმეორებ, რომ არაპოპულარული გადაწყვეტილებების თავის არიდება ვერ მოხერხდება. საქართველომ დღეს აშშ-დოლარი უნდა სთხოვოს, რუსეთკი ვაქცინა, ასე ის გაუმკლავდება თავის ორ მთავარ პრობლემას - ინფლაციას და ეპიდემიას. უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანა, რომელთაგან მთავარი წყალია, აშშ სტრატეგიულ პარტნიორად ჰყავს და როგორმე უნდა გამოკვებოს თავისი სამი მილიონი მოქალაქე!

- ბატონო არნო. ჩვენთან წინა ინტერვიუში რუსეთის ბაზარი ახსენეთ, ალბათ გულისხმობდით ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ღვინისა და არაყის პროდუქტებისა და მინერალური წყლების ექსპორტს. მაგრამ რუსეთ-საქართველოს დიალოგი არაეფექტიანია. სავიზო რეჟიმი, მართალია, შესუსტებული, მაგრამ ძალაშია, პირდაპირი რეისები და დიპლომატიური ურთიერთობები უწინდებურად არ არსებობს, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მოსკოვსა და თბილისს დიამეტრულად საპირისპირო აზრი აქვთ...

- რადგან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ახსენეთ, აღვნიშნავ, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“ - იმის გამო, რომ საქართველოში ორი ტურისტული სეზონი ჩაიშალა (შარშანდელი - გავრილოვის ღამის, წლევანდელი კი კორონავირუსის გამო), სოფლის მოსახლეობამ გაყიდა თავისი ტაქსები და ქალაქებიდან მშობლიურ სოფლებში დაბრუნდა. ამან გამოიწვია საქართველოში სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის აღმასვლა, ხალხი საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტს ჭამს და ქალაქელებსაც კვებავს. აი რატომ იყო, რომ სტალინის დროს სოფლის მოსახლეობას გარკვეული დროით ჰქონდათ ნებადართული ქალაქებში ყოფნა, ნებისმიერ მილიციელს შეეძლო გადაემოწმებინა დოკუმენტები და ეკითხა, თუ რატომ არ ბრუნდებოდა იგი ჩაწერის ადგილას!

რაც შეეხება კონფლიქტებს და მოსკოვთან დიალოგს. ჯერ ერთი, ეს კონფლიქტები დაიწყო სააკაშვილამდე გაცილებით ადრე და მე არ მესმის, რატომ გააქტიურდა დღეს საქართველოს ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი. იქმნება ცრუ წარმოდგენა, რომ თუ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ხმამაღლა მოვითხოვთ რუსეთისგან სამხედრო ბაზების გაყვანას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას, რუსეთი დამორჩილდება (ალბათ რაღაც, მხოლოდ მათთვის ცნობილი ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო!). იქ, სადაც მშვიდობისმყოფელები დგანან, მშვიდობა არ სუფევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქ არ დგებოდნენ. ჩვენს დასავლელ მეგობრებს განგაში მანამდე უნდა აეტეხათ, ანამ იქ რუსი მშვიდობისმყოფელები გამოჩნდებოდნენ!

   რაც შეეხება ვითომდა საერთაშორისო ზეწოლის ალტერნატიულ მიდგომას, ანუ - რუსეთთან დიალოგს, ესეც ასევე იწვევს კონფლიქრის მოგვარების ცრუ იმედებს. დიალოგს ნოლიდან, წინაპირობების გარეშე არ იწყებენ - რაზეა დიალოგი, როდესაც მოსკოვი აცხადებს, რომ გაფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა?! რუსული ოკუპაციის შესახებ, რომელსაც მირჩევნია კუპაცია ვუწოდო?! აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოსგან მოკვეთით რუსეთმა საქართველოოკუპირება კი არა, კუპირება მოახდინა! ვფიქრობ, ასე უფრო ზუსტია.

მენტალური პრობლემები ოსებთან და განსაკუთრებით კი აფხაზებთან, ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ, ისინი უბრალოდ სადღაც სიღრმეში თუხთუხებდა და პირველად ზედაპირზე ამოვიდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის დროს. გორბაჩოვის პერიოდში აფხაზებსა და ოსებს კიდევ უფრო დიდი პრობლემები ჰქონდათ რუსეთთან, მაგრამ შევარდნაძემ დაუშვა მეორე შეცდომა - ეს მომენტი არ გამოიყენა. სააკაშვილმა უბრალოდ რუსების პროვოცირება მოახდინა იმ იმედით, რომ ისინი სამუდამოდ შეიყვანდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთრუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და კუპირებული საქართველო მშვიდად შევიდოდა ნატოში. მაგრამ სააკაშვილმა ვერ გათვალა - ქართველმა ხალხმა კატეგორიულუარი თქვა მიწების დაკარგვაზე სამხედრო ალიანსში შესვლის ხათრითაც კი, რუსეთმა კი არ მიიღო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თავის შემადგენლობაში და ისინი დღემდე სადღაც შუაში ტივტივებენ! რის შემდეგაც ნატოში თქვეს - ბიჭებო, თქვენი გულისთვის შეიძლებოდა უგულებელგვეყო რუსეთი, რომელსაც არ სურს ალიანსის ხილვა თავის სამხრეთ საზღვრებზე, მაგრამ თქვენ წარმოგექმნათ ტერიტორიული პრობლემები და თავად მოაგვარეთ ისინი! ახლა კი ნახვამდის!

კონდოლიზა რაისმა კი სააკაშვილს პრაქტიკულად გიჟი უწოდა. ზუსტად ეს ჰქონდა მხედველობაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, როდესაც განაცხადა, რომ მაქსიმალურად ცდილობდა დაეშოშმინებინა ”ქართველების ემოციები, რომლებიც დუღდა”. ქართველებიდან მას მხოლოდ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ჰყავდა ნანახი და წარმომიდგენია, რას გრძნობდა, როდესაც სააკაშვილი ხელებს უქნევდა ცხვირწინ და სახეში დორბლს აყრიდა, იმუქრებოდა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა ცხინვალელ სეპარატისტებსა და მათ რუსი დამცველებს - კულახმეტოვის მშვიდობისმყოფელებს! აშშ–ის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა კი ისეთი სიმართლე თქვა სააკაშვილისა და აგვისტოს ომის შესახებ, რომლის წინაშეც ფერმკრთალდება ჰეიდი ტალიავინის დასკვნაცა და ყველა კრიტიკა რუსეთიდან...

- დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ!