საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნებში ამ ეტაპზე მმართველი პარტია 25%-ს აგროვებს, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
კვლევა 2020 წლის 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება:
|
პარტია |
რესპონდენტების წილი |
|
"ქართული ოცნება" |
25% |
|
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" |
15,5 |
|
"ევროპული საქართველო" |
5% |
|
"სტრატეგია აღმაშენებელი" |
3% |
|
"ლეიბორისტული პარტია" |
3% |
|
"პატრიოტთა ალიანსი" |
3% |
|
"გირჩი" |
2,5% |
|
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) |
2,5% |
|
"ლელო" |
2% |
|
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) |
1,5% |
|
"თავისუფალი საქართველო" |
1% |
|
სხვა პარტიები |
3% |
|
არ ვიცი |
19% |
|
უარი პასუხზე |
14% |
რაც შეეხება ალოკაციით მიღებულ შედეგებს, კვლევის მიხედვით, ამავე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:
(ალოკაცია არის რესპონდენტების ხმის დათვლის ისეთი მეთოდი, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ პარტიას, თუმცა დამატებითი კითხვების ანალიზის საფუძველზე ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას)
|
პარტია |
რესპონდენტების წილი |
|
"ქართული ოცნება" |
38% |
|
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" |
26% |
|
"ევროპული საქართველო" |
9% |
|
"სტრატეგია აღმაშენებელი" |
5% |
|
"ლეიბორისტული პარტია" |
4% |
|
"პატრიოტთა ალიანსი" |
4% |
|
"გირჩი" |
3% |
|
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) |
3%
|
|
"ლელო" |
3% |
|
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) |
2% |
|
"თავისუფალი საქართველო" |
1% |
|
სხვა პარტიები |
2% |
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.