უცხოეთი
„სიენენის“ ცნობით, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა საეჭვო კონვერტი სავალდებულო შემოწმების დროს აღმოაჩინეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ ფოსტას უტარდება.

„სიენენი“ იუწყება, რომ ჩატარებულმა ორმა სხვადასხვა კვლევამ შეფუთვაში რიცინის არსებობა დაადასტურა. ახლა სამართალდამცველები კონვერტის წარმომავლობას სწავლობენ. ცნობილია, რომ ის კანადიდან არის გაგზავნილი.

1tv.ge