სამართალი
აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 160 ადამიანის ტესტირების შედეგად, 30 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა, 20-ის კი, საშუალო სიმძიმის.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა. შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 756-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 198 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.