უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 376- მდე გაიზარდა.

ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 923-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 42 069 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 3 384 პირს უტარდება.

interpressnews.ge