უცხოეთი
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე მოვუწოდებ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ მიმართულებას, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მან საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოვუწოდებ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რათა ამით 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

interpressnews.ge