უცხოეთი
ჟოზეფ ბორელი - საქართველო აჩვენებს დემოკრატიულ ძალას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დღეს და ყოველთვის

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო აჩვენებს დემოკრატიულ ძალას, ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩვენ უნდა მივესალმოთ ამ პარლამენტის თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, რომელსაც ოქტომბერში აირჩევენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი დრო დგას. საქართველომ უნდა აჩვენოს დემოკრატიის სიმწიფე. მე საქართველოში რთულ დროს ვიყავი ჩასული, იმაზე უფრო რთულ დროს, ვიდრე ახლაა. საქართველო აჩვენებს დემოკრატიულ ძალას, ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩვენ უნდა მივესალმოთ ამ პარლამენტის თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, რომელსაც ოქტომბერში აირჩევენ. ჩვენ ასევე არ უნდა შეგვრცხვეს, შევახსენოთ საქართველოს, რომ აუცილებელია რეფორმების დღის წესრიგის სრულად შესრულება. პრობლემები მათ საზღვრებზე არ უნდა იყოს არგუმენტი, რომ არ მოაგვარონ პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია. ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების დახმარებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დღეს და ყოველთვის“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

1tv.ge