უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას ეხმიანება

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი ჯერ კიდევ ელის გერმანიიდან ალექსეი ნავალნის სამედიცინო შემოწმების შესახებ მონაცემებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რითაც უწყება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან ინფორმაციას, ბიოქიმიური კვლევების შედეგების ჩათვლით, რომელიც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 27 აგვისტოს მოითხოვა.

ცნობისათვის, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დიპლომატები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს უმკაცრესად გმობენ და რუსეთს პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯისკენ მოუწოდებენ.

interpressnews.ge