საზოგადოება
რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნოემბერში

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნოემბერში დაბრუნდება. მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადება მის დაბრუნებასთან დაკავშირებით ნათელი იყო.

მან ნათლად გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს, რომელიც ეხებოდა მის ჩამოსვლას. თქვა, რომ არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება გამხდარიყო არასტაბილურობის წყარო ამ უგუნური ხელისუფლების პირობებში. ამიტომ მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვა - ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნება ნოემბერში, ეს არის პასუხი. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ნიშნავს სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ხელისუფლების მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილი იქნება არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მთავარი ფაქტორი, როგორც იყო აქამდეც, ისევე როგორც ის ძალიან აქტიური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. დღეში 4-5 ჩართვა ჰქონდა „სკაიპით“. ის მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, ის არის საარჩევნო კამპანიის ერთ - ერთი აქტიური ნაწილი“, - განაცხადა გოცირიძემ.