უცხოეთი
რუსეთმა პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სანქციების ახალ სიაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც მოხვდა.

შეგახსენებთ, მოსკოვმა სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები უკრაინის 300-ზე მეტ ფიზიკურ და 68 იურიდიულ პირს 2018 წლის ნოემბერში დაუწესა, მოგვიანებით კი სია გააფართოვა. შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული პირების უნაღდო ფულადი სახსრებისა და ქონების დაბლოკვას, ასევე ქვეყნიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას ითვალისწინებს.

interpressnews.ge