სამართალი
შსს: უცხოურმა სპეცსამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ “ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალურმა სამსახურმა” კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევის მიზანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ოფისის და მისი სტრუქტურული დანაყოფების, მათ შორის, ლუგარის ცენტრის მონაცემთა ბაზებიდან სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება.

შსს იუწყება, რომ კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული ავთენტური დოკუმენტების ნაწილი, განზრახ ფალსიფიცირებულ დოკუმენტებთან ერთად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე.