უცხოეთი
გენერალი ბენ ჰოჯესი - საქართველო ნატო-ს წევრი ახლა უნდა გახდეს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო ნატო-ს წევრი ახლა უნდა გახდეს, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„შავი ზღვა ნატო-სთვის მთავარი რეგიონალური პრიორიტეტი ახლა უნდა იყოს. კრემლი შავ ზღვასა და ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ თავის ბაზებს სირიასა და ლიბიაში ბოროტი ზრახვების განსახორციელებელ ტრამპლინად იყენებს“, - წერს ბენ ჰოჯესი.

interpressnews.ge