პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ახალ დირექტორს, ალან გილამს შეხვდა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ახალ დირექტორს, ალან გილამს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საუბარი შეეხო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, „კოვიდ19“-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლის საკითხს.

შეხვედრაში ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ასევე NDI-ს ადგილობრივი ოფისის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

საქართველო საიმედო დემოკრატიული პარტნიორია. ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და მზად ვართ არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორიო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესს მხარს უჭერენ. ყველა სათანადო ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მიღებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.