აქტუალური
„ევრონიუს საქართველომ“ მაუწყებლობა დაიწყო

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. „ევრონიუს საქართველომ“ 31 აგვისტოს საღამოს 19:00 საათზე მაუწყებლობა დაიწყო.

1993 წელს საფრანგეთში დაარსებული სამაუწყებლო კომპანიის ქართულენოვანი პლატფორმის შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი 2019 წლის 25 სექტემბერს „ევრონიუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსმა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა თბილისში მოაწერეს.

საერთაშორისო ქსელში შემავალ ქართულენოვან პლატფორმას „ევრონიუს საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ჯანო ჟვანია უხელმძღვანელებს, ხოლო მთავარი რედაქტორი კი – „ევრონიუსის“ ბერძნული სამსახურის დირექტორი ვასილის ბიცისი იქნება.

კომპანია „სილქნეტი“ სს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც მოსახლეობას ფიქსირებულ და მობილურ, ასევე ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებას სთავაზობს.