რელიგია
საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდებს, „იეღოვას მოწმეთა“ დღესასწაულზე მისვლისგან თავი შეიკავონ

sapatriarqooამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბოლო დღეებში რასელისტთა (ე.წ. იეღოვას მოწმეთა) სექტის წარმომადგენლები ავრცელებენ მოსაწვევებს, რომლებითაც მოქალაქეებს 17 აპრილს „იეღოვას მოწმეთა“ დღესასწაულზე – „იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე“ იწვევენ. როგორც ცნობილია, აღნიშნული სექტის მიერ წარმოებული აგრესიული პროზელიტიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს პრესცენტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რასელისტთა ორგანიზაცია წარმოადგენს ანტიქრისტიანულ და ანტიჰუმანურ ტოტალიტარულ სექტას.

„საეკლესიო სამართლის თანახმად, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია სექტანტებთან ერთობლივი ლოცვა და მათ რიტუალებში თანამონაწილეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.