უცხოეთი
სერგეი ლავროვი - სიცრუეა დასავლეთის ბრალდება, რომ ნავალნის საქმეს არ ვიძიებთ

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნები გვადანაშაულებენ, რომ ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაცისთან დაკავშირებულ საქმეს არ ვიძიებთ, ეს სიცრუეა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის დღესვე დაიწყო წინასაგამოძიებო მოკვლევა.

„გვთხოვენ, ომსკელმა მედიკოსებმა დაუყოვნებლივ წარადგინონ დასკვნები და რომ ნავალნის კომის გამოძიება ჩავატაროთ. როგორც გახსოვთ, ის ომსკში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა უკვე ატეხეს განგაში იმის თაობაზე, რომ საქმის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ის გერმანიაში ერთ კვირაზე მეტია იმყოფება, თუმცა გერმანელ მედიკოსებსაც არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. მეტი დროა საჭირო, თუმცა მათთვის მოთხოვნა არავის წაუყენებია, არავის დაუდანაშაულებია ისინი სიმართლის დამალვაში,“- განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

interpressnews.ge