სამართალი
გონიოში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი ჩამოხსნეს, სადაც აჭარა წითლად არის მონიშნული

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. გონიოში, პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი პროტესტის ნიშნად ჩამოხსნეს.

საუბარია „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

აღნიშნულ ადგილზე „ლელოს“ წევრები სიმბოლურად ერთიანი საქართველოს რუკის ბანერის დამაგრებას გეგმავენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ბანერთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს თავად ირმა ინაშვილმა უპასუხა.

მკაფიოდ ვხედავთ აჭარაში თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიის ნიშნებს. ამ წლების განმავლობაში ეს ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა, ამიტომ ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ – დიახ, უნდა დავიცვათ აჭარა და დიახ, უნდა დავიცვათ საქართველო“, – განაცხადა ინაშვილმა.