აქტუალური
ამერიკის სანქციების მიუხედავად, მოსკოვი და ბაქო ირანთან ენერგოხიდის პროექტს განახორციელებენ

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. მოსკოვი და ბაქო აპირებენ ენერგოხიდის პროექტი რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი განახორციელონ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვის განმარტებით, ენერგო ხიდი რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადი პროექტია. ამასთან, მხარეებმა მარშრუტის - ასტარა-ბაქო-ასტრახანის განვითარების თაობაზეც ისაუბრეს, რომელიც „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში შედის.