უცხოეთი
ლუკაშენკომ ბელორუსიის სამხედრო საფრთხეზე განცხადება გააკეთა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ლუკაშენკომ გაიხსენა, რომ დიდი სამამულო ომის დაწყებამდე საბჭოთა არმია უმოქმედო გახადეს და მან ვერ შეძლო ფაშისტური ჯარების შეტევის მოგერიება. ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, მან კარგად ისწავლა ისტორია და დასკვნებიც გამოიტანა.

”ბერლინის მახლობლად იყო ამერიკული F-16, დაე, იდგნენ იქ, მარა ისინი გადმოისროლეს 15-20 წუთის წინ ჩვენი ტერიტორიისკენ. ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ეს გამოწვევაა. 18 თვითმფრინავი. უცნობია, რა უნდათ მათ საზღვართან. შესაძლოა, ბირთვული იარაღიც იყოს. - წერს ლუკაშენკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს დანაყოფები განლაგდნენ ბელორუსის საზღვართან. ლუკაშენკას თქმით, მას მოუწია რეაგირება და ასევე, საზღვრებთან განალაგა ქვედანაყოფები და ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

”ეს იყო გაკვეთილი ჩემთვის. ამიტომ, მე იძულებული გავხდი ჯარის ნახევარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მომეყვანა და საზღვარზე განმელაგებინა, ფაქტიურად, გროდნოს ალყა შემოვარტყით ისე, რომ მათ ჩვენი მარგალიტი ვერ დაინახონ. ”- თქვა ლუკაშენკამ.

მანამდე გავრცელდა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შესახებ ჯარის ერთობლივი გამოყენების შესახებ დასავლეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში.

”ჩვენ მას შევუთანხმდით. ამ პრობლემას გაუმკლავდებით, მაგრამ თუ ისინი გარედან დაიძვრებიან, აუცილებელია შეიარაღებული ძალების ერთობლივი ჯგუფის გამოყენება, რომლის საფუძველი იქნება ბელორუსის არმია. რუსეთმა მხარი უნდა დაგვიჭირონ და ჩვენ გამოგვყვნენ. ”- განაცხადა ლუკაშენკომ.

intermedia.ge