პოლიტიკა
როგორც ავიაკომპანია „აირზენას“ ბორტგამცილებლები განმარტავენ, გაჩეჩილაძე პარიზის მიმართულებით გასაფრენად ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში ავიდა. ის ეკიპაჟის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოირჩეოდა.
ლაინერის ხელმძღვანელმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოქმიც შეადგინა, რის საფუძველზეც პარიზში ჩაფრენისთანავე ის ფრანგ სამართალდამცველებს გადასცეს. მათ კი ქართველი ოპოზიციონერი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გაჩეჩილაძე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი თანაგუნდელის – ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, „ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და „აირზენას“ ბორტგამცილებლებს განცხადების გაკეთება სპეცსამსახურებმა აიძულეს“.