აქტუალური
ფრაქცია „თავისუფალი საქართველო“ ნავთობის ფასებზე მონიტორინგს განახორციელებს

tbilisi.sakrebulo12 აპრილს ქ. თბილისის საკრებულოში საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართა ფრაქცია „თავისუფალი საქართველოს“ სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფრაქციის თავმჯდომარე კახა კუკავა. სხდომას ესწრებოდნენ ფრაქციის წარმომადგენლები, ნავთობის ასოციაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტები ბექა კემულარია და ზურაბ კუკულაძე და მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები.

სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ნავთობკომპანიები წარუდგენენ ფრაქციას წერილობით ინფორმაციას ნავთობის ფასების სტრუქტურის შესახებ.