აქტუალური
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 25 აგვისტოს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 5 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 5-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 139 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.290%, მაქსიმალური 8.450%, საშუალო შეწონილი 8.321%, ხოლო კუპონური საპროცენტო განაკვეთი კი – 9.125% იყო.