რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართული ოპოზიცია ფსონს მხოლოდ რევოლუციურ სცენარზე ჩამოდის! (Sputnik Georgia)

     ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მსჯელობს ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის თავისებურებებსა და იმაზე, თუ ით განსხვავდება იგი წინანდელებისგან.

   ”ღრმა წუხილით აღვნიშნავ, რომ ამჟამინდელი საარჩევნო კამპანია მართლაც განსხვავებულია, თანაც – არა უკეთესობისკენ. სულ ორიოდე თვეა დარჩენილი და რას ვხედავთ?! ჯანსაღი კონკურენციის, საარჩევნო პროგრამების განხილვის ნაცვლად, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული, ოპოზიცია პიროვნებებზე გადავიდა და შეურაცხყოფის ნაკადი ამჟამინდელი ხელისუფლებისკენ მიმართა! ყველაზე მეტი ხვდებათ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას, რომლებსაც, ყოვლად უსაფუძვლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ. თავად ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაშიც არავითარი ჰარმონია არ შეინიშნება - როგორც კი საქმე ერთიანი კანდიდატების კანდიდატურების შეთანხმებაზე მიდგება, ამ “გაერთიანების” თითოეული წევრის პერსონალური ამბიციები ჭარბობს საერთო ინტერესებს, ამიტომ ადეკვატური გუნდური თამაში ვერსად ვერ შევნიშნეთ!

როდესაც პოლიტიკაში საკადრო და ელექტორალური დეფიციტი

   თუ დავფიქრდებით, ყველაფერი მარტივია: მიზეზი ადამიანური რესურსების მწვავე დეფიციტია - ცნობილი დასავლური ინსტიტუტების გამოკითხვებიც კი მოწმობს, რომ ყველა ოპოზიციური ძალების ელექტორატი, ერთად აღებული, ორჯერ ნაკლებია მმართველი პარტია ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რიცხვზე. ოპოზიციას სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვითარებგაამწვავოს და წინასწარ მომზადოს დასავლელი პარტნიორების აზრი იმის შესახებ, თითქოს მთავრობა არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. და თუ საერთაშორისო დამკვირვებლები დაადასტურებენ, რომ არჩევნები ჩატარდა არათავისუფალ, არაგამჭვირვალე ვითარებაში, ოპოზიცია ქუჩაში გამოვა და, დასავლეთის მხარდაჭერით, ხელახალ არჩევნებს მოითხოვს!

აი თქვენ 8 მარტიც...

   რატომ არის ოპოზიცია ასე დარწმუნებული, რომ დასავლეთი დაეხმარება? მას ამის საფუძველი და გარანტიები აქვს, რომელთაგან პირველი არის 8 მარტის შეთანხმება. ეს რიგითი მოკვდავებისათვის არის ქალთა საერთაშორისო დღე, ხოლო ქართული ოპოზიციისთვის ახლა სრულიად განსხვავებული დღესასწაულია! ამ დღეს ფასილიტატორთა დამსწრე ჯგუფის ზეწოლის ქვეშ (დასავლეთის ქვეყნების ელჩებისა და ევროკავშირის ელჩის აშშ–ის ელჩის მეთაურობით) ხელისუფლებამ ხელი მოაწერა დაპირებას, შეეცვალა კონსტიტუცია ოპოზიციის სასარგებლოდ, და თავისი დანაპირები შეასრულა კიდევაც! დათმობა მდგომარეობდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაში, რომელთა თანახმადაც, პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა (პარტიული სიების მიხედვით) გაიზარდა 77-დან 120-მდე, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა, პირიქით, შემცირდა 73-დან 30 დეპუტატამდე, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან. ანუ, 77 + 73 – ის ბალანსი შეიცვალა 120 + 30-ით ოპოზიციის სასარგებლოდ! იმ ოპოზიციის, რომელსაც 30 პოპულარული მაჟორიტარობის კანდიდატიც კი არ ჰყავს! ამავე დროს, საარჩევნო ბარიერმა დაიწია 5% -დან 1% -მდე, რამაც პრაქტიკულად პარლამენტის კარი ფართოდ გაუღო არაპოპულარულ ოპოზიციას! ჩვენ გვინდა, რომ ახალი პარლამენტი იყოს უფრო მრავალპარტიული!”, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგანმა, იგულისხმა რა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი აირჩევს კოალიციურ მთავრობას...

რევოლუცია, როგორც სათადარიგო ვარიანტ

   მაგრამ რა ვქნათ, თუ, ყველა შეღავათის მიუხედავად, ოპოზიციური ძალები ვერ მიიღებენ ხმათა მიზერულ რაოდენობასაც, რათა პარლამენტში „ქართული ოცნება“ დაბალანსონ, რათა იგი, „ღმერთმა ნუ ქნას“, კვლავაც უმრავლესობაში არ აღმოჩნდეს?! გავაყალბოთ არჩევნები ოპოზიციის სასარგებლოდ?! ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მოგვისმენია, თუმცა ქარაგმულად მიგვანიშნეს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის გაკვეთილია. შეხედეთ - საქართველოში არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე, ბითუმად და ცალობით, მოედინება მრისხანე წერილები ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპელი პარლამენტარებისგან, რომლებშიც, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფაში დადანაშაულების შემდეგ, რეფრენად ისმის მუქარა: იმედი გვაქვს, რომ იქ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება!”. ანუ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს იმისათვის, რომ კმაყოფილი დარჩნენ და არ გვიჩივლონ, ასეა?!

   და კიდევ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა "მოულოდნელად" გაიხსენეს რუსული ოკუპაციის შესახებ - მოუხშირეს სტუმრობას ქართველების ოსებისგან გამმიჯნავ ზონაში, რომლის ფონზეც გააკეთეს უამრავი ტრაფარეტული განცხადება. "აი ისიც, ხსნა, ბოლოსდაბოლოს გავახსენდით!", – გაუხარდა მადლიერ სოფლის მოსახლეობას, რომელიც, ბუნებრივია, არჩევნებზეც ხმას ისე მისცემს, როგორც ჩვენი დასავლელი "დამცველები" მიუთითებენ. და რომ ისინი, შემთხვევით, არ შეცდნენ, მათ ქართული ყვითელი პრესა და ტელევიზია შეახსენებენ, რომლებიც ტრადიციულად ფინანსდებიან "პარტიის ოქროთი", ანუ შემოწირულობებითა და სხვა ფინანსური ინიექციებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ოდესღაც გადანახული მილიონებიდან!

   რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ისინი დიდი ხანი პროგნოზირებადია: "ქართული ოცნება", სააკაშვილის პარტია "ნაციონალური მოძრაობა", გავა ასევე ბოკერიას პარტია "ევროპელი დემოკრატები", რომელშიც ნელ–ნელა თავს იყრის ხელისუფლების ყველა ზომიერი მოწინააღმდეგე, მაგალითად, ალასანიას პარტიის ნაშთები. შანსი აქვს ვაი-ბანკირხაზარაძის ახალ პარტია "ლელოსაც", რომელიც ყიდულობს ამომრჩეველსაც და „იდეოლოგებსაც“ - უნიჭო ქართველი პროქტო-პოლიტოლოგებისა და ექს–რესპუბლიკელი მოსაწყენი უსუფაშვილის სახით! ყველა სხვა ოპოზიციური პარტია და კანდიდატი პარლამენტში მხოლოდ ფარული გარიგების შედეგად მოხვდება, ვინაიდან საქართველოში მათ რეალურ მომხრეებს არავინ იცნობს...“

წყარო: Sputnik Georgia
2020 წლის 21 აგვისტო