სამართალი
სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულმა ექსპერიმენტმა უნდა გასცეს არსებულ კითხვებს პასუხი.

ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, რომელშიც ხუთი დღის განმავლობაში იყო ცხედარი. აგრეთვე, დადგინდება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი და კეთდება იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადასტურდეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს სჭირდება შემოწმება და ექსპერტების დასკვნა. საზოგადოებას არსებულ კითხვებს გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი იყო, უნდა შემოვიდეს იმ გზით, რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა იყო შემოყვანილი, რასაც სატელიტური სურათების მეშვეობით დავადასტურებთ“, – განაცხადა რამიშვილმა.