უცხოეთი
ბელარუსის პროკურატურამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე კონიუკმა განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და საქმიანობა მიმართულია ხელისუფლების მიტაცებისა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა,“- განაცხადა ალექსანდრე კონიუკმა.

მედიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლი - „ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება“- ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გენერალური პროკურორის თქმით, რამდენიმე პირმა საბჭო უკვე დატოვა.

interpressnews.ge