უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს, - ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„გუშინ, 27 ქვეყნის ლიდერმა ბელარუსი ხალხის სურვილის მიმართ, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, სოლიდარობა გამოხატეს. დღეს ეს პრეზიდენტ პუტინთან საუბარში დავადასტურე. წინ მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პოლიტიკური ინკლუზიური დიალოგისა და მშვიდობიანი და დემოკრტიული პროცესის გზა“, - წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპული საბჭოს წევრებმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ონლაინ სამიტი გამართეს. შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლე პერიოდში სანქციებს დაუწესებს.

interpressnews.ge