უცხოეთი
ექიმების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ღრმა კომაში იმყოფება

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ, მოწამლულია, ღრმა კომაში იმყოფება. „ტელეგრამ-არხი ბაზა“ იუწყება, რომ ექიმების ცნობით, ნავალნის კომის დონე შესაძლებელია, გლაზგოს კომის შკალის მიხედვით, 5 ბალით განისაზღვროს, რაც ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელია.

„ტელეგრამ-არხის“ მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტებში პოლიტიკოსის დიაგნოზი აღნიშნულია როგორც „უცხო გენეზის კომა, მძიმე მოწამვლა.“

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ალექსეი ნავალნის მკურნალობა ადეკვატურ რეჟიმში გრძელდება. ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, ყველა სპეციალისტის მომსახურება ხელმისაწვდომია და გარეშე დახმარება არ არის საჭირო.

interpressnews.ge