სამართალი
აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 19 პირს დაუდგინდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 221-ს შეადგენს. მათგან 80 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.