აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0746 ლარი გახდა

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0746 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0746 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0726 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6702 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.6564 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.