უცხოეთი
ჯანმო-ს ხელმძღვანელი - არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას აუარესებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„მოქმედება სტრატეგიულად და გლობალურად, ფაქტობრივად, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია - არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ონლაინ რეჟიმში გამართულ კონფერენციაზე და ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ვაქცინის ნაციონალიზმის“ დასრულებისკენ მოუწოდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო-ს ყველა წევრს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ მოუწოდა, მრავალმხრივი ვაქცინის - COVAX-ის- შექმნის მიზნით დაწყებულ სამუშაოს შეუერთდნენ.

interpressnews.ge