პუბლიკაციები
გიგა ბოკერია - გზა ევროპისკენ, თუ შფოთიანი წარსულისკენ? - საქინფორმი

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. გასული ასწლეულის ბოლოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრმა ქვეყანამ აირჩია განვითარების ევროპული გზა. ამის შედეგი იყო ამ სახელმწიფოების პოლიტიკურ არენაზე მრავალრიცხოვანი პროევროპული მოძრაობებისა და ორგანიზაციების გამოჩენა, რომლებიც მხარს დემოკრატიულ ფასეულობებს უჭერენ. ჩვენს ქვეყანაში ერთ–ერთ ასეთ პარტიას წარმოადგენს ევროპული საქართველო” (EG).

   გიგა ბოკერია – რადიკალური ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, უკვე მრავალი წელია პოლიტიკაშია. ამ პოლიტიკოსის ნამსახურობის ნუსხა ძალიან ვრცელია. ბოკერიას მხრებს მიღმა, სხვადასხვა მედიასა და არაკომერციულ ორგანიზაციებში მუშაობის გარდა, არის ისეთი სერიოზული თანამდებობები, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

2002 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გიგა ბოკერია გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად, სადაც დემოკრატიის დასავლური იდეალები შეისისხლხორცა. ერთი წლის შემდეგ ბოკერია სერბეთში აღმოჩნდა, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის "მშვიდობიანი მეთოდების" შესწავლის მიზნით. შინ დაბრუნებული ის მონაწილეობდა ახალგაზრდული რადიკალური მოძრაობა „კმარა“–ს შექმნაში, რომელმაც წამყვანი როლი შეასრულა ვარდების რევოლუციაში. "კმარა" შეიქმნა სერბული ახალგაზრდული ორგანიზაცია "ოტპორ"–ის სახედ და ხატად, რომელმაც თავი გამოიჩინა მილოშევიჩის რეჟიმის დამხობაში იუგოსლავიის დაშლისას.

   გიგა ბოკერია იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. 2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა გამოძიების დაწყება ბოკერიას წინააღმდეგ მუხლით – "შეთქმულება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით". გამოძიების მონაცემებით, იგი საზღვარგარეთ სააკაშვილს ხვდებოდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობის განსახილველად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული ვითარების ფონზე. საბოლოოდ საქმე ჩაიფარცხა და მის შესახებ ყველამ დაივიწყა.

ბოკერიას ფიგურა ერთობ არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფინანსური თვალსაზრისითაც. 2014 წელს იგი მოწმედ გამოიძახეს საქართველოს პროკურატურაში, ქვეყნის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმესთან დაკავშირებით. მანამდე ერთი წლით ადრე მას ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის პოსტი ეკავა. სახსრების არამიზნობრივი გამოყენება ხორციელდებოდა უწყების ხარჯების დახურული მუხლებით. ბოკერიამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და დაუკავშირა ქვეყანაში პოლიტიკური მწვერვალის ცვლილებას გიორგი მარგველაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად.

   თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ევროპული საქართველოს" ლიდერის სიყვარული სახელმწიფო ფინანსური ნაკადების მიმართ შემთხვევითი არ არის. მიუხედავად EG– ს მიერ საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადებისა საარჩევნო საპარლამენტო სისტემაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კენჭისყრის დროს, ბოკერიას პარტია მონაწილეობს საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტის დამტკიცებაში, თუმცა უწინ მისმა პარტიამ უარი განაცხადა პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე.

მოულოდნელი იყო პროევროპელი ოპოზიციონერის ამასწინანდელი საქციელი მისი დასავლელი პარტნიორების მიმართ. მკაცრმა შენიშვნებმა საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ირშის მისამართით ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან გაუგებრობა გამოიწვია. სიტუაციის პარადოქსია ის, რომ ბოკერია დასავლელ მფარველებს წაეჩხუბა გიორგი რურუას გამო, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იარაღის უკანონო შენახვისთვის. ანაირად არის შესაძლებელი მეგობრობა 90-იანი წლების დამნაშავესა და მედასავლეთე დემოკრატს შორი? კითხვა ღიად რჩება...

   ამის მიუხედავად, გიგა ბოკერია კენჭს იყრის დეპუტატობის კანდიდატად ფოთში. არ ანიჭებს რა მნიშვნელობას თავის საეჭვო წარსულს, ბოკერია საკუთარ თავს "უშიშარ და პატიოსან რაინდად" მიიჩნევს და ქართველი ხალხის ყველა უბედურებაში ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებს" ადანაშაულებს. EG– ერთ–ერთი ლიდერის ყველა დაპირება, უბრალო მოკვდავი ქართველების ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დასავლური დემოკრატიის დანერგვამდე მიდის. პროევროპლი კანდიდატი, რომელსაც უყვარს სახელმწიფო ხაზინაში ხელის ფათური და ძალადობრივი მეთოდებით ლამობს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, როგორც მინიმუმ, არაერთმნიშვნელოვნად გამოიყურება. ასეთი ქმედებები არავითარ შემთხვევაში არ იწვევს განვითარებას. და ისე არ გამოვიდეს, რომ ევროპისკენ ნათელი გზის ნაცვლად, საქართველოარ მიიღოს ბნელგზა შფოთიანი წარსულისკენ...

ზაზა კობიაშვილი, საქინფორმი