პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, - აღნიშნულია განცხადებაში.