აქტუალური
კელი დეგნანი - კიბერთავდასხმა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც წელს არჩევნები ტარდება

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კიბერთავდასხმა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც წელს იგეგმება და ჩატარდება არჩევნები. ამის შესახებ ელჩმა ცესკო-ს განახლებული სასერვერო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებს საარჩევნო პერიოდში კიბერთავდასხმისგან დაცულობაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა.

კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ ემზადება საქართველო პოტენციური თავდასხმებისა და საფრთხეების თავიდან აცილებისთვის. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს უნარი, გაარჩიოს არასწორი ინფორმაცია ფაქტებისგან და ამისთვის აშშ-ს საელჩო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს. ასევე, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია მედიის როლი, რადგანაც მათ აქვთ პასუხისმგებლობა იმის, რომ გააშუქონ დადასტურებული ინფორმაცია წყაროების მიხედვით, რათა ხელი არ შეეწყოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ცესკო ამ მიმართულებით როგორც ვხედავთ, მუშაობს, თუმცა ეს არის ერთობლივი ძალისხმევა, როგორც ცესკო-ს ასევე მედიის და ზოგადად, საზოგადოების, რომ მათ შეძლონ არასწორი ინფორმაციის გარჩევა სწორი ინფორმაციისა და ფაქტებისგან", - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, USAID მისიის ხელმძღვანელმა და ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს განახლებული სასერვერო ინფრასტრუქტურა გახსნეს.