უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო - ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ტრაქტორის ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

interpressnews.ge