უცხოეთი
დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე დონალდ ტრამპის წერილი გამოქვეყნდა.

„ის ჩემთვის არა მხოლოდ ძმა, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო. ძალიან მოგვენატრება, მაგრამ ჩვენ კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რობერტ ტრამპი ნიუ-იორკის ჰოსპიტალში 14 აგვისტოს გადაიყვანეს.

imedinews.ge