პოლიტიკა
IRI: გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22% მიიჩნევდა, რომ ქვვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.