აქტუალური
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ივლისში

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.6%-ით შემცირდა და 6.03 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.8%–ით შემცირდა და 1.76 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 17.9%-ით შემცირდა და 4.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.