უცხოეთი
ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მინსკში, იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილე დაიღუპა, ყვავილები მიიტანეს

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ბელარუსში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მინსკში, პუშკინის მოედანზე, სადაც აქციის მონაწილე დაიღუპა, ყვავილები მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.

მინსკში, პუშკინის მოედანთან აქციის მონაწილე 10 აგვისტოს, საღამოს დაიღუპა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, რომლის თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.

1tv.ge