უცხოეთი
აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, უილიამ ევანის თქმით, რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან.

უილიამ ევანის განცხადებით, ეს სამი ქვეყანა ამერიკელ ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად ონლაინ დეზინფორმაციას იყენებენ და ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ამერიკელი ხალხის ნდობას დემოკრატიული პროცესებისადმი.

ევანის განცხადებით, რუსეთი დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის წინააღმდეგია, ჩინეთს კი არ სურს, რომ დონალდ ტრამპი ხელახლა აირჩიონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად.

უილიამ ევანის განცხადებით, ირანი სავარაუდოდ, ონლაინტაქტიკას გამოიყენებს, რათა დეზინფორმაცია გაავრცელოს და ამერიკის ინსტიტუტებისა და პრეზიდენტ ტრამპის დისკრედიტაცია მოახდინოს.

1tv.ge