უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკო - აქციების ორგანიზატორები კრიმინალური წარსულის მქონე, უმუშევარი ადამიანები არიან

  საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აქციების ორგანიზატორები კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არიან, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„აქციების ორგანიზატორებს კრიმინალური წარსული აქვთ და ისინი დღეს უმუშევრები არიან. სწორედ ამიტომ ვთხოვ და ვაფრთხილებ ყველას, რომ ყველამ უნდა დაიწყოს მუშაობა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსნადრ ლუკაშენკოს თქმით, ყველას, ვისაც მუშაობა სურს და ამისკენ ისწრაფვის, დასაქმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტის თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამსახური, დასაქმება უნდა შესთავაზონ.

1tv.ge