უცხოეთი
ბელარუსში ბოლო დღე - ღამის განმავლობაში ორი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ბელარუსში, გასული 24 საათის განმავლობაში, საპროტესტო გამოსვლების დროს, ორი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის შსს იუწყება.

უწყების ინფორმაციით, გამთენიისას, მთელ რიგ ქალაქებში მანიფესტაციები გაიმართა, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური მინსკში, ბრესტში, მოგილევსა და ნოვოპოლოცკში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირდა სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობის ღია ფაქტები, მილიციაზე თავდასხმისა და მათი სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ფაქტები.

უწყების ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის წარმომადგენლები დაშავდნენ.

interpressnews.ge