უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ ღრმად არის შეშფოთებული ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, როდესაც სახეზეა ნამდვილი კონკურენცია, არის ყველა მთავრობის უფლებამოსილების და ლეგიტიმურიბის საფუძველი.

მოვუწოდებთ ბელარუსის მთავრობას, პატივისცემით მოეკიდოს ბელარუსის ხალხის უფლებებს, რათა მათ ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან შეკრებებში, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები. ჩვენ ვგმობთ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობას და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაკავებას, ისევე როგორ ინტერნეტის გათიშვას, რათა შეზღუდონ ბელარუსი ხალხის საშუალება გაავრცელონ ინფორმაცია არჩევნებისა და დემონსტრაციების შესახებ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსნებთ, ბელარუსში აქციები მეორე დღეა, არ წყდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, რომელთა მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა და მეექვსედ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.

1tv.ge