აქტუალური
საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა აფხაზეთში. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, მათგან ცხრას კი „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43, გარდაიცვალა სამი ადამიანი.