პოლიტიკა
„ქართული პარტია“ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მომაკვდინებელ დარტყმას ამზადებს

pARTIAამის შესახებ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, პარტიული სტრუქტურების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა პარტიას საქართველოს რაიონების 30% ჯერ კიდევ ასათვისებელი აქვს.

„აშკარად იმ ვადებში ვთავსდებით და იმ გეგმით მივდივართ, რაც წინასწარვე გვქონდა განსაზღვრული. ვიღაც პროვოკატორების მიერ თითქოსდა ჩვენ მიერ დაანონსებული თარიღები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როდესაც მანქანის მშენებლობას მოვრჩებით, იმ დღესვე დავიწყებთ ბრძოლას ანონსებისა და ფუჭი მოლოდინის გარეშე. სადაც ამდენი ითმინა საზოგადოებამ, ცოტასაც დაგვაცდის“, – აცხადებს ოქრუაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ქართულ პარტიას“ ძლიერი „პოლიტიკური მანქანის“ მშენებლობისთვის საკმარისი „საწვავი“ აქვს.