უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს უახლოვდება

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს უახლოვდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს შვიდი ათასზე მეტი ადამიანი, 31 500-მა კი ვირუსი უკვე დაძლია.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, გასულ 24 საათში, სომხეთში ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 772 შეადგინა. 228 ინფიცირებული პაციენტი კი, სხვა თანმხლები დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

1tv.ge