უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას სექტემბერში სამი კომპანია დაიწყებს

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის წარმოებას სამი კომპანია დაიწყებს, - ამის შესახებ ქვეყნის წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, გამალეიას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვაქცინის წარმოება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

„გამალეიას ინსტიტუტი სერიული წარმოების საკითხზე სამ კომპანიასთან მუშაობს, რომლებიც განთავსებულები არიან ვლადიმირის, იაროსლავისა და მოსკოვის რეგიონებში. ეს კომპანიებია: Generium-ი, R-Pharm-ი და Binnopharm-ი.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ყოველ თვეში რამდენიმე ათასი დოზის წარმოებაა დაგეგმილი, მომავალი წლის დასაწყისისთვის კი კომპანიები წარმოებას რამდენიმე მილიონამდე გაზრდიან.

interpressnews.ge